Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ შევიდა

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ შევიდა

კლინიკა ,,ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზედენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ.

კლინიკაში იმყოფებიან ექიმები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, აიდა გოზალოვა და გიორგი გრიგოლია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფის შესვლას კლინიკა ,,ვივამედში” უსწრებდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ.

მანამდე სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ “კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა”.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები