Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისამართალისახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები