Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოსერგეი გაიდაი - „მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუგანსკის დაპყრობილი დასახლებები"

სერგეი გაიდაი – „მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუგანსკის დაპყრობილი დასახლებები”

“ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზზე ინტენსიური დაბომბვა ხორციელდება”, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუგანსკის დაპყრობილი დასახლებები. ლუგანსკის ფრონტის გასწვრივ დაბომბვა გაძლიერდა“,- აღნიშნა გუბერნატორმა.

გაიდაიმ  სევეროდონეცკის ირგვლივ მძიმე ბრძოლებზე ისაუბრა,  მათ შორის ბელოგორივკაში, კომიშუვახასა და სევეროდონეცკის გარეუბნებში, სადაც სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

„ბელოგორივკაში მყოფი უკრაინული შენაერთები აკავებენ რუსეთის შემოჭრას… ჩვენმა დამცველებმა ორჯერ გაანადგურეს პონტონური გადასასვლელები და რუსების ქმედებებიდან გამომდინარე, მესამედ იგივე იქნება,“- განაცხადა მან.

გაიდაის არაფერი უთქვამს იმის შესახებ გადაეცა თუ არა ამ მხარეში რომელიმე ქალაქი ან სოფელი რუსებს. მისი თქმით, რუსები ტაქტიკას არ ცვლიან და ქალაქების განადგურებას აგრძელებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები