Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება"სფერო ფროდაქშენის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს

“სფერო ფროდაქშენის” ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს

“სფერო ფროდაქშენის” ჟურნალისტზე თავდასხმა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, მევახშე ლია წიკლაური, მის ოჯახის წევრებთან ერთად თიკა ყამარაულს თავს დაესხა. ჟურნალისტზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რეპორტიორი წიკლაურის სახლთან კითხვების დასასმელად მივიდა. ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და ძალადობა – ეს არის ის მუხლები, რითიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

“სფერო ფროდაქშენის” გადამღები ჯგუფი ლია წიკლაურის საქმიანობასთან დაკაშირებით საგამოძიებო სიუჟეტს ამზადებდა. მასალების მოსაპოვებლად მისულ ჯგუფს, მევახშის საცხოვრებელ სახლთან წიკლაურის შვილები, ნინო და ვანო კირკიტაძეები დახვდნენ, ძალადობაში მევახშეც ფიგურირებს.

ამ წუთებში ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფება და შემთხვევის შესახებ უწყებას დეტალურ ინფორმაციას აწვდის, ასევე არსებობს დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეო – მასალა, რომელსაც ჩვენი გუნდი გამოძიებას მიაწვდის.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები