Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაგასულ წელს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17%-ით გაიზარდა

გასულ წელს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3 %-ით მეტია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრები 2012-2022 წლებში:

2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 %-ით გაიზარდა და 1454 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6%-ით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრები ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე, 2012-2022 წლებში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 % შეადგინა.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9 %-ით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 %-ით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა.

2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1 %  შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 %-ს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 %  შეადგინა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები