ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარონ.
“მართვის მოწმებებზე შსს-ს ვალდებულება აქვს აღებული. მათთან კოორდინაციაში ვართ. შსს აქტიურად მუშაობს , რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იყოს ქართული მართვის მოწმობა აღიარებული. როგორც აღვნიშნე, 2006 წლის დირექტივით აღებულ ამ კონკრეტულ ვალდებულებას შსს-ს არსულებს, მაგრამ შემიძლია გიპასუხოთ, რომ იმ სამუშაო ფორმატში, რაშიც ვღებულობდით მონაწილეობას სწორედ ასეთი კურსია აღებული.”-აღნიშნა გურამიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე არჩილ თალაკვაძის მიერ დასმული შეკითხვის კომენტირებისას.
“ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც ევროდირექტივა სრულად განხორციელდება, საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ აღიარებული იყოს ევროკავშირის ქვეყნებშიც”,-განაცხადა თალაკავაძემ.