Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაშოვი, დღე მესამე - რა ხდება და რა იგეგმება 5 აგვისტოს

შოვი, დღე მესამე – რა ხდება და რა იგეგმება 5 აგვისტოს

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გათენებისთანავე განახლდა, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველია, ჩართულია თავდაცვის ძალები, მათ შორის, საინჟინრო ბატალიონი. დილიდან სტიქიის ზონაში დაფრინავს ვეტრმფრენი .

შეგახსენებთ, ეძებენ 25 პირს, რომლებთანაც კავშირის დამყარება ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ ვერ ხერხდება. 3 და 4 აგვისტოს ნაპოვნია 11 ცხედარი, 200-ზე მეტი მოქალაქე სამშვიდობოსაა გამოყვანილი.

სტიქიის ზონაში ვერტმფრენით შეიყვანენ იმ პირთა ოჯახის წევრებს, ვისაც აქამდე ვერ უკავშირდებიან.

ასევე, იგეგმება თავდაცვის ძალების მიერ საფეხმავლო ხიდის მოწყობა, დღეს უნდა დაემატოს მძიმე ტექნიკა.

გუშინ მოხერხდა მძიმე ტექნიკის გადასროლა მდინარის მეორე ნაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 5 ცხედარი იყო ნაპოვნი, სამძებრო სამუშაოები ისევ განახლდება.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები