შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გაფართოვდა ძებნის არეალიც.
“სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება.
სამუშაოებში ასევე, ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში ან ცხელ ხაზზე – 598 913 089