Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოშრი-ლანკაში საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი-დაშავდა

შრი-ლანკაში საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი-დაშავდა

შრი-ლანკაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად, აქტივისტები დემონსტრაციების გამართვას არ წყვეტენ. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 190-ზე მეტი კი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტებმა შრი-ლანკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატის სახლები დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა ასევე სცადეს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის აღება, რასაც ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოჰყვა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები