Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაშსს - სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

შსს – სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებას.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები