Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა

დღეს, 17 მაისს ნატოში შვედეთის შესვლის განაცხადს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ხელი მოაწერა. ხელმოწერას სტოკჰოლმიდან პირდაპირ ეთერში შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა. როგორც ან ლინდემ თქვა, ეს დიდი, სერიოზული და შვედეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

შვედეთამდე ცოტა ხნით ადრე, ნატოში შესვლის ოფიციალური გადაწყვეტილება ფინეთმა გამოაცხადა. ევროკავშირის ამ ორმა სახელმწიფომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა. ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე უარყოფითი პოზიცია მხოლოდ თურქეთს აქვს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები