გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. ისინი 30 ჰა მიწის ფართობის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ.
“თუ არ დაგვიბრუნდება ეს მიწის ნაკვეთი, საძოვრების გარეშე დავრჩებით და მოგვიწევს გავყიდოთ პირუტყვი, რომელიც ჩვენთვის შემოსავლის წყაროა”, -აცხადებენ ადგილობრივები.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ საძოვარი მიწები ჩუმად გაუყიდა.