Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარირეგიონისოფელ ხცისში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სოფელ ხცისში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები