ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლის, ზეთისხილისა და ქერის ექსპორტი, სომხეთმა ექვსი თვით აკრძალა. – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ამ პროდუქტების სომხეთის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და ეს ძირითადად იმპორტის ხარჯზე ხდება.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე ჯერ არ ვრცელდება.