Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისამართალისპეციალური საგამოძიებო სამსახური და "დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა" ლაშა გიგაურის გამოსახლების საქმეზე გამოძიებას...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური და “დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა” ლაშა გიგაურის გამოსახლების საქმეზე გამოძიებას იწყებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა გიგაურს დღეს გამოკითხვაზე იბარებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, სახელმწიფო უწყებამ გამოძიება დაიწყო . საქმე ეხება არდაზიანის ქუჩაზე გამოსახლებულ გიგაურების ოჯახს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მრავალშვილიანი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. საცხოვრებელი სახლის კარი უროთი ჩატეხეს, ძალის გამოყენებით გიგაურებს სახლი დაატოვებინეს, რამდენიმე დაკავებულმა მიიღო ფიზიკური დაზიანებაც.

იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა ასოციაციის იურისტების მიერ შექმნილმა “დამოუკიდებელმა საგამოძიებო პალატამ” და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გიგაურების საქმეზე გამოძიება აქტიურად დაიწყო.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები