Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოჩემპიონატზე, ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირიპირდნენ

ჩემპიონატზე, ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირიპირდნენ

მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის მეორე მატჩის დაწყებამდე ირანის მთავრობის მომხრე ფანები მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივრებს სტადიონის გარეთ დაუპირისპირდნენ.

სტადიონზე ირანელი გულშემატკივრებს შორის იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ირანის ახლანდელ რეჟიმს პროტესტს უცხადებენ. ისინი თამაშის წინ რევოლუციამდელი ირანის დროშებითა და წარწერიანი მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებსაც ეწერა “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

Associated Press-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მომხრე ზოგიერთმა ირანელმა გულშემატკივარმა, მთავრობის მოწინააღმდეგეებს რევოლუციამდელი ირანის სახელმწიფო დროშები წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ქომაგებს, რომლებსაც ანტისამთავრობო წარწერებიანი მაისურები ეცვათ.

ირანმა საფეხბურთო მატჩი დღეს, 25 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა.

“ბევრი ქალი გულშემატკივარი ტიროდა, როცა ირანის მთავრობის მხარდამჭერებმა მათ ნაციონალური დროშებით წრე შემოარტყეს და ტელეფონებით გადაიღეს”.- წერს გამოცემა.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს ირანმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საფეხბურთო მატჩი ინგლისის წინააღმდეგ გამართა. მაშინ ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ეროვნული ჰიმნი არ ემღერათ და საკუთარი მხარდაჭერა დაეფიქსირებინათ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის.

ირანში უკვე რამდენიმე თვეა რაც მასიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებს. ის “მორალის პოლიციამ” მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. სამართალდამცველები ახალგაზრდა გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ამ დრომდე ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები