Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარირეგიონისტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად დავათვალიერე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები – ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარულია, სამწუხაროდ, პრაქტიკულად, კოტეჯების ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები