Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარირეგიონითანამშრომელზე ძალადობისთვის ბათუმში რესთორნის მფლობელი დააკავეს

თანამშრომელზე ძალადობისთვის ბათუმში რესთორნის მფლობელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ბათუმში რესტორან “რეტროს” მფლობელი, რომელმაც ერთ-ერთ მიმტანზე იძალადა, დააკავეს.

თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლითაა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე მარია ზოიძემ გაავრცელა, რომელიც იმავე რესტორანში წარსულში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ქალმა დაწერა, რომ სამსახური არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები