Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისამართალითათია სამხარაძე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა

თათია სამხარაძე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა

თათია სამხარაძემ ტელეკომპანია “პოსტვ”-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს.

მან ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმეზე გამოძიება წარიმართება “ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე, სამართლიანად”.

უღრმესი მადლობა [სალომე ზურაბიშვილს] იმისთვის, რომ სანამ მან რეაგირება არ მოახდინა უმაღლესი პლატფორმიდან, მანამდე მე ვიყავი ტყვე ჩემს საკუთარ სახლში, ჩემზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ტერორი. ეს არაა ჟურნალისტიკა, რასაც კონკრეტული ჟურნალისტი აკეთებდა. ჩემი აზრით, ესაა ადამიანზე ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ მას ვუთხარი, არ ვაპირებდი პოსტვ-სთან არანაირ ურთიერთობას და კომენტარის მიცემას, მან ღამის 12 საათზე ჩემთვის გაურკვეველი წყაროებიდან გაიგო ჩემი ადგილსამყოფელი, ცდილობდა ფაქტობრივად, ტყუილითა და მუქარით კერძო საკუთრებაში შემოვარდნას. ეს სცდება ჟურნალისტიკის ფარგლებს და გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს შევიტანეთ განცხადება შსს-ში”, – უთხრა თათია სამხარაძემ ჟურნალისტებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები