Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებათავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს

თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, აკადემიის ეზოში მდებარე ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა დაღუპული გმირების ხსოვნას სპექტაკლიც მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სპექტაკლი „იუნკერი“ წარმოადგინეს და 1921 წლის მოვლენები გააცოცხლეს.

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები