Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა„თავისუფალი მედია“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ჯგუფის აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან

„თავისუფალი მედია“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ჯგუფის აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ჯგუფის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის სლოგანია „თავისუფალი მედია“.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.კერძოდ,პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაკავებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვას. ისინი მსგავსი ტიპის აქციებს აანონსებენ.

„გვინდა მივმართოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეხვდეს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, რადგანაც ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. გაითავისოს მისი უფლებები, ვიდრე ჯერ კიდევ, რამე შერჩენია. ჩვენი აქციის ლოზუნგია „წინააღმდეგობა” და დიახ, ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით თითოეული ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, რომელიც ჩატეხავს ხიდს დასავლეთსა და საქართველოს შორის“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ჭოხონელიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები