Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისპორტითბილისის „საბურთალოს“ საშინაო თამაშს ყველა მსურველი ვერ დაესწრება

თბილისის „საბურთალოს“ საშინაო თამაშს ყველა მსურველი ვერ დაესწრება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის – „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მატჩს თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის მხოლოდ რამდენიმე ასეული მაყურებელი დაესწრება. „საბურთალოს“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, თამაშზე მხოლოდ სპეციალური მოსაწვევების მქონე გულშემატკივრები დაიშვებიან.

„საბურთალოს“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსთა აზრით, ბოლო პერიოდში, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ თამაშებზე მაყურებელთა დასწრება საგრძნობლად გაიზარდა, რაც აქამდე სანატრელი იყო ქართული ფეხბურთისთვის და ასეთ დროს ხალხისთვის კლუბის მხრიდან შეზღუდვის დაწესება გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები