დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით ქალი კლინიკაშია მოთავსებული.