თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა მეუღლეს ყელი გამოჭრა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულში ბრალდებული კაცი ადგილზევე დააკავეს.
“ფეისბუქზე” ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ შემთხვევა ავტობუსში მოხდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.