თებერვალში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა ჯამში $372.3 მლნ შეადგინა, რაც 103%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე ($183.4 მლნ).
გადმორიცხვების 24.5% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რაც ფულად გამოსახულებაში $91.1 მლნ-ია. თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხა 16.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.
გადმორიცხვებში ქვეყნებს შორის პირველი ადგილი კვლავინდებურად რუსეთის ფედერაციამ დაიკავა. თებერვალში რუსეთიდან $187.3 მლნ გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 50.3%-იანი წილია. წინა წლის თებერვალთან შედარებით რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 754%-ით არის გაზრდილი.
ტოპ 5 ქვეყანა თებერვლის გადმორიცხვებით და მათი პროცენტული წილით შემდეგია (თანხა მლნ $):
2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.