Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკათებერვალთან ოქტომბრამდე, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.2 %-ით გაიზარდა

თებერვალთან ოქტომბრამდე, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.2 %-ით გაიზარდა

2022 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 %-ით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4 %-იანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.2 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.7 %-იანი ზრდით, რამაც 2.74 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2022 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები