Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოება"თელასი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“თელასი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თელასი მოსახლეობას მიმართავს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, სს „თელასი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ.

საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის; გაშიშვლებული კაბელის; სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ სთხოვს მოსახლეობას შეატყობინონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები