მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
შემთხვევა გუშინ, სოფელ კურდღელაურში მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.