Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარირეგიონიტელეკომპანია „მთავარი არხის“ მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გამართეს.აქციას შეურთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეები აცხადებენ,რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.მათი თქმით, ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, თუმცა სიტყვის თავისუფლებაზე ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს.

“შეიძლება არ მოგწონდეს „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა ისჯებოდეს. ეს გავლილი გვაქვს საბჭოთა კავშირში და ახლა ხდება რუსეთში. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს პრეცედენტი პოლიტიკური დევნის. საზოგადოებას არანაირი ნდობა არ აქვს სასამართლოსი. როდესაც ერთ ადამიანს აკავებენ, იმიტომ, რომ თითქოს დანაშაული ჩაიდინა, ამავე დროს არის დანაშაულის უამრავი ფაქტი, რომელზეც გამოძებას რეაგირებაც კი არ აქვს. ამიტომ რაც არ უნდა ამტკიცოს მავანმა, რომ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში სამართალმა პური არ ჭამა”,- განაცხადა ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალსიტთა სახლის თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები