თეთრი სახლი გეგმავს უკრაინის სამხედრო წვრთნების გაფართოოს გერმანიაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზამდე – ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, სადაც საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების 2500 მებრძოლის წვრთნაზე ყოველთვიურად.
თუ გადაწყვეტილება დამტკიცდება, გაიზრდება არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, რომლებიც გადიან წვრთნას, არამედ გაფართოვდება მათი მომზადების გზები.
კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს ასწავლიან უფრო რთულ ტაქტიკურ საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ქვეითი და საარტილერიო მანევრების კოორდინაციას.