Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისპორტი„ტოტენჰემი" ჰარი კეინის „ბაიერნში" გასვლას დათანხმდა

„ტოტენჰემი” ჰარი კეინის „ბაიერნში” გასვლას დათანხმდა

„ტოტენჰემი” ჰარი კეინის „ბაიერნში” გადასვლას დათანხმდა და გუნდის ყოფილი კაპიტანი გერმანული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი გახდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელები ბრიტანელებს 100 მილიონ ევროს  გადაუხდიან. კონტრაქტის თანახმად,  „ბაიერნი” ბონუსის სახით ასევე გაიღებს 20 მილიონ ევროს. ჰარი კეინი დღეს დილით მინხენში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

„ტოტენჰემის” ლეგენდამ „ბაიერნში” გადასვლის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა და კლუბი იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უსასყიდლოდ შეიძლებოდა დარჩენილიყო. ტოტენჰემის შემადგენლობაში კეინმა  435 მატჩში 280 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰარი კეინი „ბაიერნის” ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ლუკას ერნანდესს. „ბაიერნმა” იგი ოთხი წლის წინ „ატლეტიკოდან” 80 მილიონ ევროდ იყიდა. ამ ზაფხულს „ბაიერნმა” ფრანგი მცველი პსჟ-ს 45 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები