Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკათუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს - არსეტოვიჩი

თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს – არსეტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს მთავრობა ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს.

მისივე განმარტებით, პოლიტიკურად, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ უნდა, რადგან მისი ეშინიათ და თავიანთ მტრად მიაჩნიათ. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა, ხოლო “მისი გაკრიტიკება უწყვეტად შეიძლება, ასევე უწყვეტად შეიძლება მისით აღფრთოვანებაც” და ორივე შემთხვევაში ამის საფუძველი არსებობს:

“ჩნდება კითხვა: რა უნდა უქნა ასეთ ფიგურას? ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ის ახლა ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს ნელი სიკვდილით მოკლან. მერე კი იტყვიან: ასე მოხდა, ასაკი, სიბერე, ავადმყოფობა, ნერვები, თავად მიიყვანა საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. იმის დამტკიცება, რომ “მოკლეს” და სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, ძალიან რთულია.”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ “საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის” და მან თვითონაც არ იცის, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას.

“რამე რომ გავაკეთოთ იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. არ ვიცი შეუძლია თუ არა რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის ასეთ სიტუაციაში, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, რა მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინოს, ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ.” – დასძინა არესტოვიჩმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები