Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება"TV პირველის" ჟურნალისტზე ძალოდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

“TV პირველის” ჟურნალისტზე ძალოდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

“TV პირველის” ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს სწორედ ის კაცია, რომელიც გოგელიას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტის მიმართ აგრესიულია.

“რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი”, – წერია საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.facebook.com/watch/?v=891263552085974

დაკავებულ კაცს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენებენ: 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

“TV პირველის” ჟურნალისტმა დაკავებულ მამუკა ანდღულაძეს სახლში რამდენიმე 15 მარტს მიაკითხა და ჰკითხა, რატომ ჩამოხია პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა – ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები