Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარირეგიონიტყიბულში სოლომონ I-ის ძეგლი დაიდგმება

ტყიბულში სოლომონ I-ის ძეგლი დაიდგმება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქართველ ღირსეულ მეფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სოლომონ I-ის ძეგლი, საქართველოში პირველი ტყიბულში დაიდგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე გამოცხადდა კონკურსი ძეგლის მოწყობის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე – „სოლომონ მეფე/ხრესილის ბრძოლის მთავარი გმირი“, სადაც კონკურსანტებმა საკონკურსო წინადადებები მიმდინარე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

“კონკურსი პირობების თანახმად, სივრცულ-მოცულობითი კომპოზიციის კონცეფცია უნდა გადმოსცემდეს მეფე სოლომონ I-ის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და როგორც ხრესილის ბრძოლის მთავარი გმირის სახეს. გასაწევი მომსახურება მოიცავს: არქიტექტურულ გადაწყვეტას, ესკიზური პროექტის შემუშავებას, საპროექტო სამუშაოების ჩატარებას, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საავტორო ზედამხედველობას ძეგლის მოწყობის სამუშაოების დასრულებამდე. გამარჯვებულმა კონკურსანტმა გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს საჯარო განხილვის მოწყობა და მაკეტის დამზადება. წარმოდგენილ წინადადებებს განიხილავს საკონკურსო კომისია განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით “,- განაცხადეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ხრესილის ბრძოლა 1757 წელს წყალწითელას ხეობაში, სოფელ ხრესილის მიდამოებში, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაიმართა.

ხრესილობა ყოველწლიურად 14 დეკემბერს აღინიშნება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები