1-17 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 2021 წელთან შედარებით მოიმატა და 34%-ს გაუტოლდა. აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.
მათივე ცნობით, 1-12 მაისის პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 65%-ით გაიზარდა.