Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაუფლებადამცველ მამისა ჯაფარაშვილს ბანკი სახლიდან ასახლებს (+ ფოტოები)

უფლებადამცველ მამისა ჯაფარაშვილს ბანკი სახლიდან ასახლებს (+ ფოტოები)

ამ წუთებში უფლებადამცველ მამისა ჯაფარაშვილს, რომელიც წლებია მევახშეების წინააღმდეგ იბრძვის, დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სახლიდან ასახლებენ.

 

No description available.

მამისა ჯაფარაშვილის ისტორია ბანკთან წლების წინ, მაშინ დაიწყო, როდესაც თანხა საკუთარ ახლობელს გამოუტანა.

მისი თქმით, ის წლების მანძილზე კეთილსინდისიერად იხდიდა ვალს, თუმცა ოჯახური პრობლემების გამო, ბანკს სესხის გადავადების თხოვნით მიმართა, რაზეც ბანკმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ბანკის უარის შემდეგ მამისა ჯაფარაშვილმა პროკრედით ბანკის  მმართველთან, სესხის ოფიცერთან და მათ იურისტ თეა ღვინიაშვილთან გადაწყვიტა შეხვედრა – თუმცა ეს მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდა.

ბანკმა ყველანაირ შეღავათზე უარი განაცხადა და მამისა ჯაფარაშვილს, ბინა რომლის ღირებულება 42 ათასი ლარი იყო, აუქციონზე 10 500 ლარად გაუყიდა.

ბანკმა გაყიდა მისი კუთვნილი ერთი ჰექტარი მიწის ფართობიც და წლების წინ აღებულ 20 ათასში დამატებით 27 ათასს ჯერ კიდევ ითხოვს.

No description available.
No description available.
No description available.
RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები