Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმთავარიუკრაინამ 33 მცველის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 33 მცველის ცხედარი დაიბრუნა

სააგენტო უნიანმა გაავრცელა რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნება მოახერხა, შესაძლებელი გახდა 30-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება.

„დღეს,22 ნოემბერს 33 დამცველის ცხედარი ოჯახებს დაუბრუნეს“, – ნათქვამია რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის, ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის რამდენიმე სამართალდამცავი უწყების თანამშრომლობით განხორციელდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისიის ოფისის დაარსებიდან დღემდე 696 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნეს უკრაინელებმა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის ფედერაციიდან 400-ზე მეტი სამხედრო ცხედარი მიიღო. მათი უმეტესობა მარიუპოლის “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლები არიან. გარდა ამისა, უკრაინამ დაიბრუნა ზაპოროჟიეს რეგიონში დაღუპული კიდევ 30 დამცველის ცხედარი.

19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების მორიგი ოპერაცია გაიმართა. უკრაინამ 45 დამცველის ცხედარი დაუბრუნა“.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები