უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, უკრაინამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და ვლადიმერ პუტინთან დიალოგი გამართოს.
ინდონეზიურ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას არ სურს ვლადიმერ პუტინთან საუბარი, მაგრამ მიაჩნია, რომ ომის დასრულებისთვის ესაუცილებელია.
„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა რუსეთის ლიდერთან. მე არ გეუბნებით, რომ ჩვენი ხალხი მზად არის მასთან საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ამ შეხვედრისგან უკრაინას ცხოვრების დაბრუნება სურს.
„რა გვინდა ამ შეხვედრისგან… ჩვენი ცხოვრების დაბრუნება გვინდა. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვეყნის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე“ – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, კრემლი უკრაინას მოლაპარაკებების გაყინვაში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვეველია, რა სურს კიევს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები „წინააღმდეგობრივ განცხადებებს“ აკეთებე