Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინამ რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა

უკრაინამ რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე მათ, ვინც ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.

სანქციები დაწესებულია, შესაბამისად, 5 და 10 წლით.

„სანქციების ქვეშ მოხვდა დაახლოებით 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი.

კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები