Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დღეს გაიმართება, ხვალ კი საკუთარ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.

რატი შურღაია 15 აპრილს, ქალაქ იზიუმში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები