აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო გიგვავა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,ის სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქების მსხვერპლი გახდა.
ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. ქართველი მებრძოლი ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
დაღუპული მებრძოლის ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება იქიდან მისი გადმოსვენება.