Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმთავარიუკრაინაში ომის მხარდამჭერი რუსი მსახიობი საქართველოში არ შემოუშვეს

უკრაინაში ომის მხარდამჭერი რუსი მსახიობი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მსახიობი, ვიტალი გოგუნსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Mash-ი იუწყება და ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მსახიობი საზღვრიდან მოსკოვში ბრუნდება.

ვიდეოს ავტორები ირწმუნებიან, რომ მსახიობი, რომელიც სერიალ „უნივერში“ შესრულებული როლით გახდა ცნობილი, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავამდე სასაზღვრო ესკორტით მიიყვანეს. მსახიობის პროდიუსერი, თავრიზ შაჰიდის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება პოლიტიკური სარჩულით მიიღო.                                                                რუსული მედიის ცნობით, გოგუნსკი „უკრაინაში სამხედრო ოპერაციას“, (რუსეთი ასე უწოდებს უკრაინაში შეჭრას) პირველი დღიდან ემხრობოდა, არაერთხელ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში კონცერტით.

თავად გოგუნსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ საყვარელ გოგოსთან ერთად მიფრინავდა, მაგრამ „კატეგორიულად გააბრუნეს“, ვინაიდან ხელისუფლებას „ოპოზიციის შეეშინდა“.                                                                                                           „ამბობენ, ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა, ჩვენ თუ შეგვიშვებდნენ“, – თქვა მსახიობმა.

მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავიანთ ქვეყანაში დაისვენონ და დაამატა, რომ „რუსი ხალხი, სხვა ბევრი ერისგან განსხვავებით, ტოლერანტია და ყველას ეხმარება“. „არაფერი განსაკუთრებული სხვა ქვეყნებში არაა, რაც არაა რუსეთში“, – ამბობს მსახიობი.

პორტალ 5-tv.ru-ს ინფორმაციით, ვიტალი გოგუნსკი ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც საქართველოს „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაა.

საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოშვებისას გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები