Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინელების 90% მზადაა უელექტროენერგიობასა გაუძლოს ევროკავშირის პერსპექტივისთვის-ზელენსკა

უკრაინელების 90% მზადაა უელექტროენერგიობასა გაუძლოს ევროკავშირის პერსპექტივისთვის-ზელენსკა

გამოკითხვული უკრაინელი მოსახლეობის  90%,  მზად არის გაძლოს უელექტროენერგიობასა და გათბობის უქონლობას 2 წლით და მეტი ხნის განმავლობაშიც კი, თუ დაინახავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

ამის შესახებ პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკაიამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური კვლევა გასულ კვირას დასრულდა. უკრაინელებს ჰკითხეს, კიდევ რამდენ ხანს არიან მზად ასეთ პირობებში, სინათლისა და გათბობის გარეშე. ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ მზად არიან გაუძლონ გამარჯვებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისთვის.

“მათ სურთ იყვნენ თანასწორნი ამ ევროპულ ოჯახში. ჩვენ ვიცით რატომაც – გამარჯვებისთვის, ღირსების გულისთვის, რომ ეს დემოკრატიული ოჯახი გველოდება და გვინდა მასში თანაბარი პირობებით ვიყოთ. სხვებთან ერთად. უკრაინელები მზად არიან გაუძლონ ამას. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზელენსკამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები