Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინელებმა ხუთი მიმართულებით 70-მდე შეტევა მოიგერიეს

უკრაინელებმა ხუთი მიმართულებით 70-მდე შეტევა მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის 70-მდე შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ რუსული ჯარები ამ რაიონებში კონცენტრირებულები არიან თავდასხმითი ოპერაციების ჩასატარებლად.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 75-ჯერ გახსნეს.

„ოკუპანტების ამ მნიშვნელოვანი დანაშაულების შედეგად დაზარალდნენ მშვიდობიანი ქალაქები, სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გენერალური შტაბი ასევე ხაზს უსვამს, რომ მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხის დონე უკრაინის მასშტაბით კვლავ მაღალია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები