უკრაინელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, პულიტცერის პრემიის კომიტეტისგან სპეციალური ჯილდო სიმამაცისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის მიიღეს. საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია.
პულიტცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტები სიმამაცის, გამძლეობისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისადმი ერთგულებისთვის დაჯილდოვდნენ, რომელსაც მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრის დროს იჩენდნენ. პულიტცერის პრემიის კომიტეტის განცხადებით, დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციის და კოლეგების დაღუპვის მიუხედავად, ჟურნალისტები განაგრძობდნენ ძალისხმევას საშინელი რეალობის ზუსტად ასახვისთვის.