Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის არმია კახოვკის ჰესის აფეთქებას რუსეთის შიშით ხსნის

უკრაინის არმია კახოვკის ჰესის აფეთქებას რუსეთის შიშით ხსნის

უკრაინის არმია მისდამი შიშით გამოწვეულ ქმედებად აფასებს რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევები ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს პროფესიონალი სამხედროებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ამიტომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ქმნის ნგრევის და ადამიანთა იძულებითი ევაკუაციის გამომწვევ სამრეწველო და ტექნოგენურ კატასტროფებს.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით და მოწინააღმდეგის მიერ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ვერაგულად შექმნა ვერ შეაჩერებს თავდაცვის ძალებს, რომლებიც მზად არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

თავის მხრივ, რუსეთი კახოვკის ჰესის დანგრევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები