უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონეცკის მიმართულებით შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები გააძლიერეს.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქვედანაყოფებს ზარალი მიაყენა.
“დონეცკის მიმართულებით მტერმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიაყენა ზარალი ჩვენი ქვედანაყოფების სიმაგრეებს ნაღმმტყორცნებიდან, ქვემეხიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციისგან, რათა გაენადგურებინა ჩვენი კონტაქტის ხაზი”, – აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენშტაბში აცხადებენ,რომ მტერი ხარკოვის მიმართულებით ძირითად ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული.