Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის გენშტაბი - უკანასკნელებმა 24 საათში - 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6...

უკრაინის გენშტაბი – უკანასკნელებმა 24 საათში – 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები.

უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 10 საარტილერიო სისტემა.

„ჯამში, განადგურებულია 4295 ტანკი, 8324 – ჯავშანმანქანა, 5053 – საარტილერიო სისტემა, 472 – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 4201 – უპილოტო საფრენი აპარატი, 1378 – ფრთოსანი რაკეტა“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები