Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის შემდეგ იაპონიის პრემიერი პოლონეთს ეწვია

უკრაინის შემდეგ იაპონიის პრემიერი პოლონეთს ეწვია

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა პოლონეთს ეწვია და პოლონელ კოლეგას, მატეუშ მორავიეცკის შეხვდა.

კიშიდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების პროცესში ორივე ქვეყანას კარგად ესმის რუსეთის იმპერიალიზმიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც მსოფლიოში არსებულ მშვიდობას ემუქრება. თავის მხრივ, კიშიდამ პირობა დადო, რომ ყველანაირად დაეხმარება პოლონეთს რუსეთის აგრესიისგან მეზობელი უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების დაცვაში.

“უკრაინაში თავდასხმის გამო პოლონეთს მძიმე ტვირთი აწევს. იაპონია მზადაა მას თავისი როლის პირნათლად შესრულებაში დაეხმაროს. ჩვენ ერთად ახალი პროექტები უნდა შევიმუშაოთ”. – აღნიშნა პრემიერმინისტრმა, კიშიდამ.

ფუმიო კიშიდას თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საერთო შეხედულებებისა და პოზიციის მქონე ქვეყნებს, როგორებიცაა იაპონია და პოლონეთი, უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად ერთიანობა შეინარჩუნონ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები