კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, უკრაინისთვის „ლეოპარდის“ მიწოდება, რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს ნამდვილად არ წაადგება და მათ მომავალ განვითარებაზე აუცილებლად იმოქმედებს.
„ასეთი გადაზიდვები არ არის კარგი მომავალი ურთიერთობებისთვის. ისინი, უდაოდ, დატოვებენ გარდაუვალ კვალს ამ ურთიერთობების მომავალზე”, – განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ განვითარდება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები, თუ ბერლინმა „ლეოპარდის“ ტანკების კიევისთვის გადაცემა დაამტკიცა.
პესკოვისვე თქმით, რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები ისედაც საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა.